საქართველის ეროვნული მუზეუმი. სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი
მისამართი: 0105, თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი, 3ტელეფონი: (+995 032) 2 99 80 22, 2 93 48 21
ფაქსი: (+995 032) 2 982133
ელ-ფოსტა: info@museum.ge
ვებ-გვერდი: www.museum.ge
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1852 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: 2004 წლიდან გაერთიანებულია სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმისშემადგენლობაში (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული მუზეუმი
ექსპონატთა რაოდენობა: 1200 000
მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: საქართველოს უძველესი მუზეუმის ფონდებში დაცულია მდიდარიარქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალა, ქართული ოქრომჭედლობის, ხატწერის ნიმუშები და სხვა.სტაციონარულ ექსპოზიციებს შორის აღსანიშნავია დმანისში აღმოჩენილი ჰომინიდების ნაშთების გამოფენა,რომელიც 1.800 000 წლით თარიღდება და წარმოადგენს ადამიანის წინაპრის აფრიკის ფარგლებს გარეთ აღმოჩენილუძველეს ნიმუშს. მუზეუმში ექსპონირებულია აგრეთვე: ნეოლითისა და ბრინჯაოს ხანის პერიოდის არქეოლოგიურიაღმოჩენების მრავალრიცხოვანი მასალა, მრავალფეროვანი ოქროს ფონდი (ძვირფასი ლითონისა და ქვის ნაკეთობებიჩვ. აღ-მდე III ათასწლეულის II ნახევრიდან ჩვ. წ. IV ს.-ის ჩათვლით). მუზეუმში დაცული ექსპონატებიაღმოჩენილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში: ანანურში, მარტყოფში, თრიალეთის ყორღანებში, ვანში,ახალგორში, მცხეთაში, ჟინვალსა და სხვ.
მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 11 სთ-დან - 16 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფროსებისათვის - 3 ლ, სტუდენტებისათვის - 1.5 ლ, სასკოლო ასაკისმოზარდებისათვის - 0.5 ლ, ტურები გიდების თანხლებით – 10 ლ.
უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ის წევრები,საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, I და II კატეგორიის ინვალიდები,სპეციალისტები და სტუდენტები სამეცნიერო საქმიანობისას.
გამოფენები: პერიოდული გამოფენები მუზეუმის ფონდებიდან საქართველოსა და საზღვარგარეთ
საგანმანათლებლო პროგრამები: 2005 წელს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში შეიქმნა საგანმანათლებლოპროგრამების დეპარტამენტი, რომელიც მუშაობს სამუზეუმო კოლექციების თემატიკის პროგრამებზე (ელ-ფოსტა: program@museum.ge, ტელ: (+99593) 328 345
გამოცემები: მუზეუმის კატალოგები, ბუკლეტები და სხვ
კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი - 437 ექსპონატი
მუზეუმის შენობის სტატუსი: კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი (საქართველოს კულტურისა დაძეგლთა დაცვის მინისტრის 2007 წლის # 3/181 ბრძანება)
No comments:
Post a Comment