Pages

Tuesday, March 3, 2015

ლუვრის მუზეუმი (ფრანგMusée du Louvre) - უდიდესი და ყველაზე განთქმული მუზეუმია მსოფლიოში, რომელსაც 8.5 მილიონი დამთვალიერებელი ჰყავდა 2008 წელს. მდებარეობს პარიზშისაფრანგეთში. შენობა, ყოფილი სამეფო სასახლე, პარიზის ცენტრში მდებარეობს, მდინარე სენასა და რუ-დე-რივოლის შორის. მისი მთავარი მოედანი, რომელზეც ამჟამად ლუვრის პირამიდაა აღმართული, ერთ ხაზზეა შანზ-ელიზეს გასწვრივ და ამგვარად ქმნის ისტორიულ მონაკვეთს (Axe historique), რომელზეც პარიზის მრავალი ისტორიული მონუმენტია განლაგებული. ლუვრის სამეფო სასახლის ნაწილი საზოგადოებისთვის პირველად გაიხსნა 1793 წლის 8 ნოემბერსსაფრანგეთის რევოლუციის დროს.


ისტორია[რედაქტირება]

ლუვრი საუკუნის დასაწყისში (1200 წ.) აიგო მეფე ფილიპე ავგუსტის მითითებით, როგორც ციხესიმაგრეXIV საუკუნის ბოლოს რ. დეტამლევ გადააკეთა და აქედან მოყოლებული, ლუვრი მეფეთა რეზიდენციად იქცა. 1546 წელს იგი დაინგრა და მის ადგილას ფრანგმა არქიტექტორმაპიერ ლესკომ (1510-1574) ააგო სასახლე - აღორძინების ხანის შესანიშნავი ძეგლი. სკულპტურული დეკორი შეასრულა მოქანდაკე ჟან გუჟონმა. მომდევნო საუკუნეებში (1600 წლიდან 1868 წლამდე) დაემატა ცალკეული კორპუსები და ფასადები. XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან ლუვრი მეფეთა რეზიდენცია აღარაა. იგი ჯერ მხატვრული ტილოების საცავი იყო, ხოლო 1793 წლიდან კონვერტის დეკრეტით ეროვნულ სამხატვრო მუზეუმად იქცა.

ლიტერატურა[რედაქტირება]



No comments:

Post a Comment