Pages

Tuesday, March 3, 2015

ერმიტაჟის მუზეუმი (რუს. Эрмитаж, ფრანგ. "განმარტოების ადგილი") — რუსეთის უმსხვილესი და მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კულტურის, ისტორიისა და ხელოვნების მუზეუმი. წარმოადგენს სახელმწიფო მნიშვნელობის ხელოვნებისა და კულტურის ძეგლების საცავს. ერმიტაჟის ვრცელი კოლექციები გამოფენილია ექვს ძირითად შენობაში; მათგან მთავარი ზამთრის სასახლეა, რომელიც წინათ რუსეთის მეფეთა ოფიციალური რეზიდენცია იყო.
ერმიტაჟის კოლექციებიდან უმნიშვნელოვანესია მიქელანჯელოსლეონარდოსრუბენსისვან-დეიკისრემბრანდტისპუსენისკლოდ ლორენისვატოსტიეპოლოსკანალეტოსკანოვასროდენისმონესპისაროსრენუარისსეზანისვან-გოგისგოგენისპიკასოსა და მატისისნამუშევრები. თუმცა აქ სანახავი გაცილებით მეტია - მათ შორის რუსეთის იმპერიის რეგალიაფაბერჟეს სამკაულების საუცხოო კოლექცია და შთამბეჭდავი უძველესი ოქროს ნაკეთობათა ნიმუშები.

წარმოშობა[რედაქტირება]

ეკატერინე დიდმა მუზეუმის შექმნის საქმე ევროპაში 250 ფერწერული ტილოს შესყიდვით წამოიწყო 1764 წელს. ამავე დროს რუსეთის ელჩებს უცხოეთის ქვეყნებში დაევალათ შეეძინათ საუკეთესო კოლექციები, რომელთა ყიდვაც კი შეიძლებოდა, რომელთა შორის იყო: ბრულის კოლექცია საქსონიაში, კროზატისა საფრანგეთში და ვალპოლის გალერეა ინგლისში
გაფართოება მე-19 საუკუნეში
თანდათანობით საიმპერატორო კოლექცია გამდიდრდა სამხრეთ რუსეთში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი ბერძნული და სკვითების კულტურის რელიკვიებით. ამგვარად დაიწყო მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი უძველესი ოქროს კოლექცია, რომელიც ამჟამად შეიცავს ტროის განძის უდიდეს ნაწილსაც, აღმოჩენილს ჰაინრიხ შლიმანის მიერ, რომელიც წითელმა არმიამ 1945 წელს ბერლინის მუზეუმიდან გაიტანა.
მუდმივად მზარდი ბერძნული, რომაული და ეგვიპტური ანტიკვარიატის კოლექციების მოსათავსებლად ნიკოლოზ I-მა დაიქირავა იმ დროისთვის მოდური გერმანელი არქიტექტორი ლეო ფონ კლენცე სახალხო მუზეუმისთვის შენობის პროექტის შესაქმნელად. სახელწოდებით „ახალი ერმიტაჟი“ დამთვალიერებლებისთვის გაიხსნა 1852 წელს და სვარაუდოა, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ეს იყო პირველი სპეციალურად ამ მიზნისთვის აგებული ხელოვნების გალერეა.
რესეთის მეფეები შემდგომშიც აგრძელებდნენ ხელოვნების უძვირფასესი ნიმუშების შეძენას და ამგვარად მუზეუმს შეემატა ლეონარდო და ვინჩის, იან ვან ეიკის და რაფაელის რამდენიმე ნამუშევარი იტალიიდან. ერმიტაჟის რემბრანდტისეული კოლექცია დიდი ხნის განმავლობაში მსოფლიოში უდიდესად ითვლებოდა. მის ხარისხს დღესაც ბადალი არ აქვს.

მე-20 საუკუნის გარდატეხები

რევოლუციის დროს საიმპერატორო ერმიტაჟი სახალხო ქონებად გამოცხადდა. კერძო მხატვრული კოლექციების ნაციონალიზებასთან ერთად ერმიტაჟის ექსპონატთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ისეთი თანამედროვე ხელოვნების კოლექციების დამატება, როგორიც იყო სერგეი შუხინი და ივან მოროზოვი. გვიანდელ მონაპოვართა სიაშია გოგენის გვიანდელი ნამუშევრები, პიკასოს უამრავი კუბისტური ქმნილება და თანამედროვე ხელოვნების ხატები - მატისის "ცეკვა" და ვან-გონის "ღამის კაფე".
საბჭოთა მთავრობა "ბურჟუაზიულ და დეკადენტურ" ხელოვნებას დიდ ყურადღებას არ აქცევდა. სტალინის ბრძანებით ერმიტაჟის რამდენიმე უძვირფასესი ექსპონატი საზღვარგარეთ იქნა გაყიდული. მათ შორის იყო რაფაელის "მადონა ალბა", ტიციანის "ვენერა სარკით" და იან ვან ეიკის "სახარება". შესყიდულ იქნა რა ენდრიუ მელონის მიერ, ეს ნამუშევრები ამჟამადვაშინგტონის ეროვნული სამხატვრო გალერეის ძირითად ბირთვს ქმნიან. ამას მოჰყვა სხვა შედარებით ნაკლებადმნიშვნელოვანი დანაკარგი: ათასობით ნამუშევარი ერმიტაჟიდან გადატანილ იქნა პუშკინის მუზეუმში მოსკოვში და საბჭოთა კავშირის სხვა მუზეუმებში.
ერმიტაჟის ისტორიაში ტრაგიკული პერიოდი დასრულდა 1945 წელს. ამ დროს მთავრობამ სცადა ადრინდელი დანაკარგები წითელი არმიის მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიაში ნაძარცვი ხელოვნების ნიმუშებით შეევსო. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო გერმანიის ბიზნეს ელიტის კერძო კოლექციებიდან წამოღებული იმპრესიონისტებისა და პოსტ-იმპრესიონისტების უძვირფასესი ნამუშევრები. ეს ნამუშევრები 1995 წლამდე დაკარგულად ითვლებოდა, მუზეუმმა მხოლოდ ამ დროს გამოიტანა ისინი სახალხოდ. გერმანიის საზოგადოებრიობის არაერთხელ მიმართვის საპასუხოთ რუსეთის მთავრობის განცხადებით ეს სულ მცირე კომპენსაციაა იმ ზარალისთვის, რაც გერმანიის აგრესიას მოჰყვა, მათ შორისპეტერჰოფისა და ცარსკოე სელოს თითქმის სრული განადგურება.

1 comment:

  1. Casino Finder (Google Play) Reviews & Demos - Go
    Check Casino Finder 바카라사이트 (Google Play). A febcasino.com look septcasino at some of septcasino the best gambling sites in the world. They gri-go.com offer a full game library,

    ReplyDelete